თელავში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართება
23 თებერვალს, 13:00 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
“კანონპროექტის მიზნებზე, ძირითად პრინციპებსა და მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებზე ინფორმაციას ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე გაგვიზიარებს.
შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების უკონტროლო გამრავლების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას ჩვენს ქალაქში. შესაბამისად, საჯარო დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცემს კანონპროექტის სამუშაო ვერსიით განსაზღვრულ მიდგომებზე მსჯელობის და დასაბუთებული მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობას,”-წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში