ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი 22 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე ანგარიშით წარდგება

მიმდინარე სასესიო კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვა.

დეპუტატები პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 22 თებერვლის სხდომაზე მოისმენენ.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

დისკუსია კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები.

22 თებერვლის სხდომაზე შალვა პაპუაშვილის მოსმენის გარდა, სხვა საკითხების განხილვა დაგეგმილი არ არის.