ახალსოფლის საპატიო მოქალაქის ჯილდოს მფლობელები გამოვლინდნენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის დაარდებიდან 172 წელი შეუსრულდა.
9 თებერვალს, ტრადიციულად ახალსოფლის დაარსების დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც მოხდა 5 სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო მცხოვრებლების დაჯილდოვება.
ღონისძიება ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს (ესეების კონკურსი, ფოტო კონკურსი, შემოქმედებითი საღამოები, საინფორმაციო შეხვეედრები), რომელიც სოფლის დაარსების დღესთან არის დაკავშირებული.
,,2020 წლიდან ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი ,„საპატიო ახალსოფლელის ჯილდოს“ ინიციატორი და განმახორციელებლია. წელს საპატიო ახალსოფლელები დაჯილდოვდდნენ 5 სხვადასხვა ნომინაციაში. გამარჯვებულები გამოავლინა 10-12 ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ. ჟიურის წარმომადგენლები გასულ წლებში დაჯილდოვებული ახალსოფლელები იყვნენ და მათთან ერთად გამარჯვებულების გამოვლენაში დიდი როლი ითამაშა ახალსოფლის მოსახლეობამ”,-აცხადებენ ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები.
5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ საპატიო მცხოვრებლებს, ადგილობრივი ბიზნესის მიერ საჩუქრები გადაეცათ.
უფრო ვრცლად იხილეთ ვიდეოში: