,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” საქმიანობა კახეთში
,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება” დაფუძნდა 2024 წლის იანვრის თვეში, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა სკოლების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებაა., საზოგადოება საკუთარი წარმომადგენლებისა და ელჩების საშუალებით მოახდენს წიგნიერების გავრცელებას საქართველოს რეგიონებში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე, პანკისის ხეობიდან, მუსლიმ ბორჩაშვილი აღნიშნული საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენლია, რომელიც რეგიონში წიგნიერების მიმართულებით იმუშავებს. მუსლიმი ამბობს, რომ მისთვის ეს წოდება ძალიან მნიშვნელოვანია. „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ წარმომადგენლებად ირჩევს ადამიანებს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ მნიშვნელოვან და საჭირო საქმიანობებს თავიანთ რეგიონებში, ასევე წიგნიერ და აქტიურ ადამიანებს.საზოგადოება ასეთ ადამიანებს გადასცემს ორი ტიპის უფლებამოსილებას: ელჩი ან წარმომადგენელი.
,,ელჩებად თავიანთ რეგიონებში ინიშნებიან მწერლები, პოეტები, დამსახურებული მასწავლებლები, შემიძლია ვთქვა ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიდი დამსახურება აქვთ თავიანთი ქვეყნის წინაშე, რაც შეეხება წარმომადგენელს აქაც აქტიური მასწავლებლები ინიშნებიან, ასევე აქტიური ახალგაზრდები და სხვა,“.
აღნიშნავს, რომ პანკისის ხეობისთვის და პანკისელებისთვის იმ აქტივობების განხორციელება, რაც დაიგეგმება, ძალიან მნიშვნელოვანია.
,,3-4 წელია რაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ახალგაზრდებთან აქტიურად ვმუშაობ მნიშვნელოვან საკითხებზე, განსაკუთრებით კი პანკისელ ახალგაზრდებთან, ჩემს თანატოლებთან., ყოველთვის ვცდილობ ამ ახალგაზრდების სხვადასხვა პროექტებში და აქტივობებში ჩართვას. სოც. ქსელში შევქმენი FaceBook გფუფი – ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” წარმომადგენლობა პანკისის ხეობაში, რომელმაც, ზუსტად ერთ კვირაში, დიდი პოპულარობა მოიპოვა. ასევე, გადავწყვიტე, რომ შემექმნა ჩემი გუნდი, რომელიც დღეს უკვე ათამდე ახალგაზრდას და ძალიან ბევრ მოხალისეს აერთიანებს. თითოეულს გადავეცი საჭირო საქმიანობა და ახლა ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ პანკისის ხეობაში არსებულ ყველა სოფელში 2 მოხალისე გავუშვა., ჩემს გუნდთან და მოხალისეებთან ერთად ხეობის სხვადასხვა სკოლებს ვესტუმრებით და ჩავუტანთ წიგნებს, ჩავუტარებთ სხვადასხვა ტრენინგებს. გვაქვს უამრავი საინტერსო გეგმა, რომლებსაც ამჯერად საიდუმლოდ დავტოვებთ და არ გავამხელთ, რადგან პანკისის ხეობისთვის დიდი სიურპრიზი იყოს. იმედი მაქვს, რომ თითოეულ იდეას ექნება დიდი პროგრესი და შედეგი.“.
მუსლიმი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის პროექტები და აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო პანკისის ხეობისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის.
,,ახალგაზრდები რომლებიც ვართ სხვადასხვა პროექტებში ჩართულნი, მივიჩნევთ, რომ თანამედროვე კლასგარეშე აქტივობები არის უკეთესი და განვითარებული განათლების მქონე ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი,
რადგან არაფორმალური განათლება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ზოგადი განათლება.“.
ამ მიმართულებით სიღნაღსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში გიგა გოგინაშვილი იმუშავებს. ამბობს, რომ მისთვის ეს საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმიანობაა:
,,უახლოეს დღეებში უკვე შევუდგებით საქმიანობას. ამ ეტაპისთვის, შევაგროვებთ წიგნებს, რომლის გადანაწილებაც მოხდება სოფლებში. ძალზე მნიშვნელოვანია მოხდეს განათლების გავრცელების ხელშეწყობა. მე, საგარეჯოს მუნიციპალტეტში, სოფელ ლამბალოს სკოლაში ვიმუშავე 3 წელი, მასწავლებლად. ალბათ, ამის საფუძველზე მოხდა ჩემი შერჩევა, რადგან მქონდა ეთნიკური უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება. ვიცით რა პრობლემებია და რა არის გასაკეთებელი.“.
იანვარში “ბიბლუსმა” და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.”. საზოგადოება ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას მოემსახურება.