ახალგაზრდებმა ახმეტის ბაზარში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, სოფელ მატანში მცხოვრები პატარა დანიელის დასახმარებლად, აგრარულ ბაზარში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს.
20-მდე ახალგაზრდამ ბაზარში, ფანდურით ხელში, სხვადახვა სიმღერები შეასრულეს და მოქალაქეებს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე 2 წლამდე დანიელის დახმარება სთხოვეს.
,,რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა დანიელის ოჯახის მეგობარი, რომელმაც მომიყვა ბავშვის მდგომარეობის შესახებ. მაშინვე დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა მის დასახმარებლად. დავგეგმეთ საქველმოქმედო ღონისძიება და მასში მონაწილეობა მიიღეს, მატანში არსებულმა მუსიკალურმა ანსამბლის “ქართული გენი” წევრებმა. დაახლოებით 20 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეგროვდა 1807 ლარი, რომელიც გადავეცით დანიელის დედას. იმედი გვაქვს მალე დანიელი ჯანმრთელი დაგვიბრუნდება. დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის”,-განუცხადა knews.ge-ს საქველმოქმედო ღონისძიების იდეის ავტორმა, ანა პატარკაციშვილმა.
შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ 1,3 თვის დანიელ ტუგულაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ანა პატარკაციშვილის თქმით, ბავშვს დაუდგინდა თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე, ერთ ფილტვზე მეტასტაზების მცირე რაოდენობაცაა უკვე გადასული.
,,პატარა თურქეთში მკურნალობს. Სახელმწიფო მკურნალობის ხარჯებს ფარავს ოღონდ, იქ ბინა, კვება და ტრანსპორტი თავიაანთი ხარჯებით უნდა დაფარონ. ეს კი ძალიან ძვირი ჯდება. ბავშვის მშობლებს არ აქვთ ამის საშვუალება, ამიტომ ყველას გთხოვთ, ამ პატარა ბიჭის გამოსაჯანმრთელებლად გავერთიანდეთ”,- აცხადებს ანა.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა შემდეგ ანგარიშზე დარიცხონ:
GE10BG0000000049015700
საქართველოს ბანკი
თამარი ბათურიშვილი