ერთ ექიმზე 2 ექთანი უნდა მოდიოდეს – მთავრობის გეგმა 2030 წლისთვის
ერთ ექიმზე 2 ექთანი უნდა მოდიოდეს – ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია“ აღნიშნული.
კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ექთან-ექიმის შეფარდება როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველად ჯანდაცვაში, უნდა გაუმჯობესდეს.
მთავრობა გეგმავს საბოლოოდ, 2030 წელს პირველად ჯანდაცვაში ერთ ექიმზე 2 ექთანი მოდიოდეს, ხოლო ჰოსპიტალურ სექტორში ერთ ექიმზე 2.5 ექთანი.