ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი 17.3%-ით (608.7 მლნ აშშ დოლარით).
მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. „მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873 677 043 აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%-ია.