სოფელ ალვანში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი კედელს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, სოფელ ალვანის მკვიდრი, 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავდა კიდევ ორი პირი, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.