ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ეკა ლიპარტაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ ეკა ლიპარტაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ეკამ, რომელიც ქიმიის პედაგოგია, 2 თვის წინ გადაიტანა მძიმე ფორმის ინსულტი და დღემდე იმყოფება კომატუზურ მდგომარეობაში. ოჯახის ახლობლების თქმით, მას სჭირდება ექთნის 24 საათიანი მეთვალყურეობა, ძვირადღირებული მედიკამენტები და სპეციალური აპარატურა. ოჯახი და მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

ეკას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: GE26BG0000000498666381
თიბისი ბანკი: GE66TB7458645064300075
მიმღები: გიორგი ლიპარტაშვილი