ახალი ამბები

მთავრობა 20 ქართულ კომპანიას დაუფინანსებს ახალ საექსპორტო ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს

წელს მთავრობა 20 ქართულ კომპანიას დაუფინანსებს ახალ საექსპორტო ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, რომელიც განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

„2024 წლის განმავლობაში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 100-ზე მეტ ქართულ კომპანია მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბის საექსპორტო ღონისძიებებში.

ასევე გადამზადდება 40-ზე ექსპორტის მენეჯერი, 20 ქართულ კომპანიას კი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაუფინანსებს ახალ საექსპორტო ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებულ ხარჯებს,“- ნათქვამია დოკუმენტში.