რას ნიშნავს გონიერი კონტრაქტები, რომლის ამოქმედებასაც მთავრობა გეგმავს
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი რატი ბრეგაძე მოსახლეობას ე.წ. გონიერი კონტრაქტების სისტემის ამოქმედებას ჰპირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში 2024 წლის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოაწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობას ბინის გაყიდვის დროს და აღმოფხვრის პრობლემას, ჯერ ტრანზაქცია უნდა მოხდეს, თუ ჯერ, თანხა უნდა გადაირიცხოს.
“ამოქმედდება ე.წ. გონიერი კონტრაქტები, რის შედეგადაც მომხმარებელი როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად ერთდროულად დაარეგისტრირებს ქონებას და გადარიცხავს თანხას ტრანზაქციით. ამით, მოქალაქეების კარგად ნაცნობი პრობლემა, როგორიცაა მაგალითად ბინის ნასყიდობის გაფორმების დროს დილემა ჯერ გადარიცხოს თანხა, თუ ჯერ გაფორმდეს კონტაქტი ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება”, – განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე გასცა დაპირება, რომ დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს უსმენენ.