ახალი ამბები

სოფელ გავაზში მცხოვრებ 34 წლის შოთა ბაზანაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებ 34 წლის შოთა ბაზანაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

მისი ახლობლების თქმით, ახალგაზრდამ 6 თვის წინ უბედური შემთხვევის შედეგად ხერხემალი და ძვლის ტვინი დაიზიანა. მათივე თქმით, აქამდე შოთას ოპერაცია ჩაუტარდა და რეაბილიტაციის კურსს გადის, თუმცა მას კიდევ სჭირდება ოპერაცია, რისი თანხაც ოჯახს არ გააჩნია. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

,,მეგობარს და კარგ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება. დაახლოებით 6 თვის წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიზიანა ხერხემალი და ძვლის ტვინი. ჩაუტარდა ოპერაცია და გადის რეაბილიტაციას, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ვერ ამოძრავებს ვერც ხელებს და ვერც ფეხებს. შოთას ახლა სჭირდება მეორე ოპერაცია, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ გააგრძელოს მკურნალობა, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში დაუბრუნდეს თავის ოჯახს, მეუღლეს და ორ პატარა ვაჟს. ყველას ძალიან გთხოვთ ვისაც რისი შესაძლებლობაც გაქვთ, გულთან მიიტანოთ ეს ამბავი და გადავარჩინოთ კიდევ ერთი ქართველი”,-აცხადებენ შოთას ოჯახის წევრები და მეგობრები.

ახალგაზრდას დასახმარებლად თანხის დარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

#თიბისი
GE22TB7650945068100054

#საქართველო
GE94BG0000000570131944

#პირადი ნომერი
45001022159
მიმღები დედა: ნინო ბაზანაშვილი