ვინ არის ტოპ 4 ფერმერი სიმინდის მოსავლის მიხედვით კახეთიდან
ბოლო წლებია ქართველ ფერმერებში Dekalb-ის სიმინდის ჰიბრიდები, კონკრეტულად კი DKC 6980 – FAO 700, სულ უფრო პოპულარული ხდება.
მიზეზი მარტივია – სათესლე მასალა მორგებულია საქართველოს კლიმატსა და ნიადაგზე, გამოირჩევა სტაბილურობით, გამძლეობითა და მოსავლის მაღალი პოტენციალით. მართლაც, ქართველმა ფერმერებმა Dekalb-ის ჰიბრიდების მეშვეობით, მოსავლის მოცულობა საგრძნობლად გაზარდეს, რასაც რიცხვებიც ადასტურებს. ტოპ 15 ფერმერის 2023 წლის რეიტინგიდან კახეთიდან 4 ფერმერია, ესენია: ლაგოდეხიდან დავით ნოზაძე და ზაზა დარბაიძე, ჯურხა ნადირაძე ყვარლიდან, ელგუჯა ბაღათრიშვილი თელავიდან.
commersant.ge-ის ინფორმაციით, Dekalb-მა წელს ქართველ ფერმერებს კიდევ 7 ახალი ჰიბრიდი წარუდგინა, რომლებიც უკვე გამოცადეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთებში. განახლებულ ასორტიმენტში ქართველი ფერმერები შეძლებენ შეარჩიონ კონკრეტულად თავიანთ რეგიონზე, ნიადაგსა და კლიმატურ ზონაზე მორგებული სათესლე მასალები. მათ შორისაა, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი ჰიბრიდები FAO 200-დან FAO 700-ის ჩათვლით.