4 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-2 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 3 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობითვე, კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 4 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 3 თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
,,აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – დედოფლისწყარო: 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება,ხოლო 3 თებერვალს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – ომალო: 1-2 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება,ხოლო 3 თებერვალს ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.