ახალი ამბები

საქართველო 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India საქართველოს 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს.

ის, მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,გამოცემა 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას ასახელებს. საქართველო სამოგზაურო სიაში პირველ ადგილზეა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ამაყობს საოცარი ბუნებით, აქ თოვლით დაფარული კავკასიონის მთები შავ ზღვამდეა გადაჭიმული. თბილისი მოგზაურებს ატყვევებს ისტორიული არქიტექტურით, მრავალფეროვანი ბაზრებით, ხელოვნების შედევრებით. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ უძველეს მონასტრებს, გასინჯავთ საოცარ ღვინოს და გაიცნობთ სტუმართმოყვარე ხალხს“,- წერს The Times of India საქართველოს შესახებ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, The Times of India-ს მთელ მსოფლიოში ათობით მილიონი მკითხველი და გამომწერი ჰყავს.