სიღნაღის მერია ახალ სოციალურ სერვისს დანერგავს
სიღნაღის მუნიციპალიტეტი მერია ახალ სოციალურ სერვისს – „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარებას“ ნერგავს.
უწყების ინფორმაციით, სერვისი გულისხმობს სიღატაკეში და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას, რომლებიც საჭიროებენ საყოფაცხოვრებო ტექნიკით ან საოჯახო ინვენტარით უზრუნველყოფას.
,,მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან (ოთხი შვილი და მეტი), მარტოხელა, მარჩენალდაკარგულ და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს, რომელთაც აქვთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 20 000-ის ჩათვლით.
მუნიციპალური სერვისით სარგებლობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:
ბავშვის (ების) დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, მარტოხელა დედის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია მოთხოვნის შესაბამისად);
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია ბავშვთა უფლებათა
დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მიიღებს”,– აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.