ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 იანვარს საქართველოში ამინდი უმეტესად ღრუბლიანი იქნება, ზოგიერთ რაიონში ნალექი. ასევე, მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა.

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, დღისით -7, -2°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, დღისით -7, -2°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით +4°.