ახალი ამბები

ევროპაში წითელას შემთხვევები 30-ჯერ გაიზარდა

წითელას შემთხვევები ევროპაში საგანგაშო ტემპებით იზრდება, – ამის შესახებ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) განაცხადა.

WHO-ს თანახმად, დაავადების შემთხვევების რიცხვი რეგიონში 30-ჯერ გაიზარდა. 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ევროპაში წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა 2022 წელს ჯამში დაავადების 941 შემთხვევა აღირიცხა.

გასულ წელს ევროპაში წითელას გამო, ჰოსპიტალიზაციის თითქმის 21 000 და გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

WHO-ს განმარტებით, წითელას გავრცელება დიდწილად ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით აიხსნება, რაც, თავის მხრივ, პანდემიამ გამოიწვია. 2020-დან 2022 წლამდე ევროპაში წითელას აცრა 1,8 მილიონზე მეტმა ჩვილმა გამოტოვა.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით ვრცელდება.