ახალი ამბები

EU-სთან დაახლოების კუთხით ტრიოში საქართველო ბოლო ადგილზეა – EaP-ის ინდექსი

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ტრიოში, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვთ, საქართველო მესამე, ბოლო ადგილზეა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა 6 ქვეყანას: საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს.

EaP-ის ეს ინდექსი 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს სამი ძირითადი მიმართულებით აფასებს:

დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა;
პოლიტიკის კონვერგენცია,((სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური სისტემების, მათი სტრუქტურების თანდათანობითი დაახლოება) დაახლოება ევროკავშირთან;
მდგრადი განვითარება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ ინდექსში ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ქულები ასე ნაწილდება:

მოლდოვა – 0,7;
უკრაინა – 0,66;
საქართველო – 0,63;
სომხეთი – 0,61;
აზერბაიჯანი – 0,47;
ბელარუსი – 0,45.
ანგარიშში პოლიტიკური პოლარიზაცია, როგორც საქართველოს EU-სთან დაახლოების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელ ფაქტორი არაერთხელაა აღნიშნული.

ანგარიშში, ცალკე თავი ეთმობა ქვეყნებში მედიის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, სადაც საქართველოს ინდექსი ასევე შემცირებულია.

,,მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ამ ინდექსით განსაზღვრულ თითქმის ყველა თემატურ სფეროშიც მაგალითად, დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა, გარემოსა და კლიმატის პოლიტიკა, შეკრების თავისუფლების გამოკლებით, რომელიც მოიაზრება აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების თემატური არეალის ქვეშ“, – ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშში.

ძირითადი მიმართულებების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი შემდეგია:

დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა:

მოლდოვა – 0,78;
უკრაინა – 0,72;
სომხეთი – 0,7;
საქართველო – 0,65;
აზერბაიჯანი – 0,37;
ბელარუსი – 0,24.
პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან:

საქართველო – 0,64;
მოლდოვა – 0,64;
უკრაინა – 0,6;
სომხეთი – 0,57;
აზერბაიჯანი – 0,5;
ბელარუსი – 0,38.
მდგრადი განვითარება:

ბელარუსი – 0,72;
მოლდოვა – 0,68;
უკრაინა – 0,67;
საქართველო – 0,6;
სომხეთი – 0,55;
აზერბაიჯანი – 0,53.
ინდექსის შესადგენად გამოიყენეს 65 ადგილობრივი ექსპერტის, სექტორის კოორდინატორის და ავტორის მოსაზრებები.