ახალი ამბები

დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რამაზ გოგობერიშვილი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რამაზ გოგობერიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რამაზ გოგობერიშვილი სხვადასხვა დროს თამაშობდა რუსთავის საკალათბურთო კლუბში, თბილისის „დინამოში“, ასევე არაერთ უცხოურ გუნდში. ბოლო წლებში ის სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწეოდა. ის 2016 წელს საპატიო დედოფლისწყაროელად დასახელდა.