ახალი ამბები

თელავში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თელავში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ამ დრომდე მუშაოებენ ექსპერტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.