ახალი ამბები

ახალსოფლის დაარსების 172-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის დაარდებიდან 172 წელი სრულდება.

9 თებერვალს, ტრადიციულად ახალსოფლის დაარსების დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდება, ასევე ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, მოხდება 5 სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო მცხოვრებლების დაჯილდოვება.

,,ახლოვდება 9 თებერვალი – ახალსოფელის დაარსების დღე. ჩვენი სოფელი 172-ე წელს აღნიშნავს. ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით კი, გვაქვს პატივი, კვლავაც დავაჯილდოვოთ სოფლის საპატიო მაცხოვრებლები. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს (ესეების კონკურსი, ფოტო კონკურსი, შემოქმედებითი საღამოები, საინფორმაციო შეხვეედრები), რომელიც სოფლის დაარსების დღესთან არის დაკავშირებული. ხოლო, 2020 წლიდან ,„საპატიო ახალსოფლელის ჯილდოს“ ინიციატორი და განმახორციელებლია. წელს საპატიო ახალსოფლელები დაჯილდოვდებიან 5 სხვადასხვა ნომინაციაში, რომელსაც მოგვიანებით დეტალურად გაგაცნობთ. გამარჯვებულებს გამოავლენს 10-12 ადამიანისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წარმომადგენლები გასულ წლებში დაჯილდოვებული ახალსოფლელები იქნებიან, თუმცა მათთან ერთად გამარჯვებულების გამოვლენაში დიდ როლს ითამაშებს ახალსოფლის მოსახლეობა. მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია”,– წერია ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.