სოფელ ზეგაანის ,,ყველაწმინდის” სამონასტრო კომპლექსი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდიდარია. ამჯერად გაგაცნობთ სოფელ ზეგაანის ,,ყველაწმინდის” სამონასტრო კომპლექსს, რომელიც V-VII საუკუნეებს განეკუთვნება.
ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ კომპლექსის შემადგენლობაში შედის ასევე ყველაწმინდის სამეკლესიანი ბაზილიკა (VI-VII ს) და წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია(მე-V ს).
სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.