ახალი ამბები

ვეჯინის პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია

ვეჯინის პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია რიყის ქვით ნაგები დარბაზული ტიპის არის. კუთხეები შირიმის ქვის მეტ-ნაკლებად სუფთად დამუშავებული ქვებით არის გამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთ კედლის მარჯვენა განაპირა ნაწილშია დატანილი. ფასადები, ოთხივე მხარეს, საფეხურით შეღრმავებული ორ-ორი ტაღით არის დანაწევრებული.
ისინი, ნაგებობის პროპორციების შესაბამისად, გრძივ ფასადებზე გაცილებით განიერია, ვიდრე განივ კედლებზე. მოგვიანებით, სავარაუდოდ მე-19 საუკუნეში, აღნიშნული თაღნარი რიყის ქვის წყობით შეავსეს, რესტავრაციის შემდეგ კი ფასადებს თავდაპირველი სახე დაუბრუნდა.

ფოტო:Zviad Turmanidze