როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 იანვარს საქართველოში ამინდი ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით იქნება განპირობებული.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში ზოგან მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
უფრო კონკრეტულად დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -14, -9°, დღისით -5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -1, +4°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -12, -7°, დღისით -7, -2 °.