თელავის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ფშაველში, ლალისყურში, სანიორესა და ნაფარეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა 170 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, სამუშაოები მიმდინარეობს 25 საცხოვრებელ სახლზე.
როგოც უწყებაში განმარტავენ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის ბიუჯეტიდან ჯამში 3.5 მლნ ლარია გამოყოფილი.