ნადიკვარის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება
ქალაქ თელავში, ნადიკვარის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ორი წელია, თელაველთა დასვენების ყველაზე პოპულარული პარკი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. 2022 წელს ნადიკვრის პარკში მიმდინარე სამუშაოებზე 125283,31 ლარი, ხოლო 2023 წელს- 1048674,23 ლარი დაიხარჯა. მოქალაქეები ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ.