ახალი ამბები

გურჯაანში გასტრონომიული აკადემიის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო

ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების აკადემიის მშენებლობა მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

როგორც პროექტის ინიციატორი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი აცხადებს, აკადემია 2025 წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. მისივე თქმით, აკადემიას ექნება საერთაშორისო სტატუსი, სადაც მოსწავლეების 15% უცხოური ქვეყნებიდან შეივსება.

,,მშენებლობის პროცესი დაწყებულია, რაც არის მეორე ეტაპი, აქამდე პროექტირება მიმდინარეობდა, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პერიოდი იყო. აკადემიამ 2025 წლის გაზაფხულზე უნდა მიიღოს სტუდენტები, შემდეგ უკვე გამოჩნდება, რა ფორმით შეიძლება განვითარდეს. გურჯაანის გასტრონომიული სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი“, –განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანში გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა 2022 წელს დაანონსდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 17 მლნ ლარია.