სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგია 2024 წელსაც დაუსუბსიდირდებათ
სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს ელექტროენერგია 2024 წელსაც დაუსუბსიდირდება.
ელექტროენერგია დაუსუბსიდირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს. აღნიშნული საკითხი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირების შესახებ სემეკის გადაწყვეტილების მიუხედავად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება.
მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. აღნიშნული შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.