კახეთში დამზადებული ბრჭყვიალა ღვინო „ციალი“ ევროპასა და აზიაში გაიყიდება
ბრჭყვიალა ღვინო „ციალი”, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა, მიმდინარე წელს უკვე ექსპორტზე ევროპისა და აზიის ქვეყნებში გავა.
ბრჭყვიალა ღვინო, რომელსაც მეღვინეობა „ფერადი გრადუსი” აწარმოებს, რქაწითელისა და საფერავისგან მზადდება. „ციალი” მისი უახლესი პროდუქტია, რომლის სახელის, სტრუქტურის, გემოვნური თვისებებისა და ბრჭყვიალის ეფექტის ინსპირაცია სწორედ ჩრდილოეთის ციალსა და ამ ნათებას უკავშირდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ექსპორტიორებთან მოლაპარაკებები აქტიური ფაზიდან დასკვნით ეტაპზე გადადის.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ პირველ ეტაპზე ღვინის 5 000 ბოთლი ჩამოასხა. რაც შეეხება ახალი ბრჭყვიალა ღვინის მზადების პროცესს, ღვინო კახეთში, ერთ-ერთ ბრენდულ საწარმოში იწარმოება. კომპანია კი ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.
ინფორმაციისთვის, მეღვინეობა „ფერადი გრადუსი” ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი წარმოება სრულად ფერადი ღვინოების შექმნაზეა ორიენტირებული.