ახალი ამბები

პანდემია არსად გამქრალა – ამირან გამყრელიძე

,,პანდემია დასრულდა, მაგრამ არსად გამქრალა, თანდათანობით სუსტდება, მაგრამ ჯერჯერობით შედარებით ვირულენტურია, ვიდრე გრიპის ვირუსი, ამიტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საჭირო იქნება და საჭიროა ქვეყანაში იყოს ვაქცინა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, რადგან ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა:
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ხმარებაშია, 2012 წლიდან გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ახალი შტამის ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. ახალი შტამი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, ასე სწრაფად ქვეშტამის ვაქცინა არ იქნება. არსებობს ახალი გენერაციის ვაქცინები, რომლებიც არიან „ომიკრონის“ წინა ქვეშტამების საწინააღმდეგო. ასევე, მათ აქვთ დამცველობა ახალი შტამის მიმართ, რადგან ისინი „ომიკრონის“ „შვილები“ არიან. ეს ვაქცინა არის დასავლეთის ქვეყნებში. სამწუხაროდ, ნაკლებად ხელმისაწვდომია საქართველოსთვის. ვიცი, რომ ჩვენები მუშაობენ იმაზე, რომ ეს ვაქცინა საქართველოსთვისაც იყოს მისაწვდომი“ , – განაცხადა გამყრელიძემ.