გასული წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 647 535-მა ადამიანმა აიღო
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა საქართველოს 647 535-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო.
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ თვეში 2 859 ადამიანით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში 45 916 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.
სტატისტიკის თანახმად, დეკემბერში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 68 095 031 ლარი დაიხარჯა.