ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ლაგოდეხელი სამოქალაქო აქტივისტი თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცს ოცნების ასრულებაში დაეხმარა

ლაგოდეხელი სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა გოგოლაძე, წნორის მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ თენგიზ ჩიტოშვილს ოცნების ასრულებაში დაეხმარა.

ნიკა გოგოლაძეს თქმით, მოხუცი წლების განმავლობაში ლექსებს წერდა და ერთ ბლოკნოტში ინახავდა. მოხუცის ოცნება იყო, რომ მისი ლექსების კრებული გამოსულიყო.

,,მთლიანად პანსიონატში მცხოვრებ 80 მოხუცს და 200 ბავშვს ავუსრულეთ საახალწლოდ სურვილი და გავახარეთ. თენგიზი პაპას ოცნება იყო, რომ ჰქონოდა ლექსების კრებული. ის ძალიან კარგად წერს. კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელით და ამ მოხუცს გავულამაზეთ ახალი წელი და დავუბეჭდეთ თავისი ლექსების კრებული”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა გოგოლაძემ.

თენგიზ ჩიტოშვილი 1954 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში დაიბადა.