ქარმა თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სახლებს სახურავები გადახადა
ძლიერმა ქარმა თელავსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სახლებს სახურავები გადახადა.
ამ დროის მონაცემებით ათობით საცხოვრებელი სახლია დარჩენილი სახურავის გარეშე.
თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, მრავალსართულიან ბინას ქარმა სახურავი მთლიანად მოგლიჯა. სახურავები აქვს დაზიანებული სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლას და საცხოვრებელ სახლებს.
ქარისგან მოგლეჯილია მრავალწლიანი ხეები, ჩახერგილია გზები.
სამაშველო და ადგილობრივი მერიების შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო მაგისტრალებზე გაწმენდითი სამუშაოებს აწარმოებენ.
ფოტო: ფეისბუქ გვერდი თელავი.telavi
ნახეთ ვიდეო ლინკზე : https://www.facebook.com/reel/1042656336950880?s=yWDuG2&fs=e&mibextid=Nif5oz