ახალი ამბები

ახმეტაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა.

ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა.

79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფოტო: ინტერპრესნიუსი