ქართველი პოეტი, თემურ ჩალაბაშვილი, ავადმყოფობის შემდეგ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართველი პოეტი, თემურ ჩალაბაშვილი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, სიღნაღის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
თემურ ჩალაბაშვილი სოფელ ძველ ანაგაში დაიბადა. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: “მზე მამულის კვამლში”, “სანთელი”, “პოეტის ასი ლექსი” , “დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები”.
მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ივანე მაჩაბლისსახელობის პრემია, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.