ახალი ამბები

გურჯაანის სივრცითი მოწყობის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

გურჯაანის ტექნოპარკში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქ გურჯაანის ცენტრის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.
კონცეფცია აუდიტორიას დეტალურად გააცნეს პროექტის ხელმძღვანელმა გია აბულაძემ და გეოგრაფმა გიორგი გოცირიძემ. აღნიშნულ პროექტს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო“ აფინანსებს, რომლის ღირებულებაც 1 262 600 ლარია.

პროექტს შპს „სტუდია 21“ ასრულებს. მუნიციპალიტეტის მთავარი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზანია მდგრადი განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის და სტუმრების ცხოვრების, დასვენების და საქმიანობისთვის ჯანსაღი, მიმზიდველი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების და მართვის სამართლებრივ-ნორმატიული წინაპირობების შექმნა.