რას მოიცავს გურჯაანის სივრცითი მოწყობის და ცენტრის განაშენიანების გეგმა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ქალაქ გურჯაანის ცენტრის განაშენიანების გეგმის შექმნის მეორე ეტაპი დასრულდა.
პროექტის ავტორია გია აბულაძე. მთავარი სამოქმედო გეგმის შექმნის მიზანია მდგრადი განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის და სტუმრების ცხოვრების, დასვენების და საქმიანობისთვის ჯანსაღი, მიმზიდველი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბების და მართვის სამართლებრივ-ნორმატიული წინაპირობების შექმნა.
აღნიშნულ პროექტს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო“ აფინანსებს, რომლის ღირებულებაც 1 262 600 ლარია. პროექტს შპს „სტუდია 21“ ასრულებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციისა და ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმა. პროექტის მეორე ეტაპის პრეზენტაცია დღეს გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა.