ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

„მიხო და მარო“ – იუმორისტული სერიალი თელავის თეატრის მსახიობების მონაწილეობით

ახალი წლიდან, „რუსთავი 2-ის” ეთერში ყოველ შაბათ-კვირას იუმორისტულ სერიალი „მიხო და მარო“ გავა.

მთავარ როლებში მსახიობი პაატა გულიაშვილი და ნონა ხუმარაშვილი იქნებიან. თელავის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი, მსახიობი პაატა გულიაშვილი აცხადებს, რომ მიხოს როლს თავად შეასრულებს, მაროს როლს კი თელავის თეატრის მსახიობი მსახიობი ნონა ხუმარაშვილი.

„13 იანვრიდან „რუსთავი 2-ის” ეთერში გავა იუმორისტული სერიალი „მიხო და მარო“. მიხოს როლში ვიქნები მე, ხოლო მაროს როლში მსახიობი ნონა ხუმარაშვილი. ქიშვარდას ბიჭის როლში იქნება გეგე სულხანიშვილი. სერიალში ასევე ითამაშებენ თელავის თეატრის, რუსთაველის თეატრის მსახიობები: მალხაზ ქვრივიშვილი, ბექა სონღულაშვილი, ქალბატონი ეთერ ბაბილაშვილი.

სერიალი არის კახური იუმორით სავსე, ყოველდღიურობაა მოცემული, სცენარი ვითარდება კახეთის ერთ-ერთ სოფელში. იქნება ბევრი სიცილი, ბევრი იუმორი. მაყურებელი შაბათ-კვირას, რომ გადმორთავს, ნამდვილად ისიამოვნებს, სანერვიულოს და სადარდებელს გადაყრის, რადგან ძალიან ბევრი სიცილი მოუწევს“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა გულიაშვილი.