ახალი ამბები

2024 წლიდან პენსიის გატანის წესი იცვლება

2024 წლიდან პენსიის გატანის წესი იცვლება.

ცვლილების მიხედვით, დაგროვებითი პენსიის ბენეფიციარს საკუთარი დანაზოგის გატანა ერთიანად შეეძლო, ამიერიდან მის გაცემა მინიმალურ ზღვარზე იქნება დამოკიდებული.

„საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით, ორ შემთხვევაში: 1. თუ მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის, ან 2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამული გატანით გადაანგარიშების საფუძველზე, მონაწილის ყოველთვიური პენსია სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები გამოდის. გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, საპენსიო ასაკში მონაწილე საპენსიო აქტივებს მიიღებს პროგრამული გატანით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობაზე გადაანგარიშებით“, – განაცხადეს საპენსიო სააგენტოში.

დღეისათვის პენსიის სრულად გატანის 7000 შემთხვევაა, ხოლო 11 000-ის შემთხვევაში შეეძლოთ გატანა, მაგრამ არ გაუტანიათ, საუბარია ჯამში დაახლოებით 25 მლნ ლარზე.