ახალი ამბები

თელავთან ახლოს 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან იყო.

ბიძგები 09:26 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.