საქართველოში 20-24 წლის 36 200 ახალგაზრდა უმუშევარია – საქსტატი
საქსტატის პუბლიკაციის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 20-24 წლის ასაკის ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 37.3% იყო.
აღნიშნულ პერიოდში, ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა 189 500 იყო, საიდანაც დასაქმებულთა რაოდენობამ 60 900, ხოლო უმუშევართა რაოდენობამ 36 200 შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 15-24 წლის ახალგაზრდებში, კაცების შემთხვევაში უმუშევრობის დონე 39.8%-ია, ხოლო ქალების 38.8%.
პუბლიკაციის თანახმად, სოფლად მცხოვრები 15-24 წლის ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 40.6%, ხოლო ქალაქში შედარებით დაბალი, 38.6% იყო.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოში მოქალაქეთა ნახევარზე მეტი – 55% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ უმუშევრობაა.