20 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების გამო, საგარეჯოში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გადაიდო
19 დეკემბერს საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დადუ კერატიშვილის გარდაცვალების გამო, მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებები გადაიდო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბერს დაგეგმილი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და სპექტაკლი გადადებულია.
საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი საგარეჯოელი ახალგაზრდა გოგონაა. ის ახალდაქორწინებული იყო და ბავშვს ელოდებოდა.