ახალი ამბები

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი გარდაიცვალა

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მრელაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

იგი რესურსცენტრის ხელმძღვანელად 2016 წლიდან დაინიშნა, მანამდე კი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ასევე იყალთოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

გარდა ამისა, ლევან მრელაშვილი 10 წლის განმავლობაში თელავის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 2013 წელს მან საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

2014-2017 წლებში ლევან მრელაშვილი იყო თვითმმართველი თემი-თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2003–2013 წლებში– ქალაქ თელავის #6 სკოლის დირექტორი; 1987–1998 წწ. – სოფელ გულგულის საშუალო სკოლის დირექტორი; 1985–1987 წწ. – თელავის რაიონის განათლების განყოფილების ისტორია–საზოგადოებათ მცოდნეობის მეთოდისტი, შემდეგ სასკოლო ინსპექტორი; 1982–1987 წწ. – სოფელ იყალთოს საშუალო სკოლის ისტორია–გეოგრაფიის პედაგოგი;

Knews.ge-ს გუნდი უსამძიმრებს ლევან მრელაშვილის ოჯახს და ახლობლებს.