თელავის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი აირით მოიწამლა
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცი ბუნებრივი აირით მოიწამლა.
მამაკაცი პურის.საცხობში სამუშაოდ იმყოფებოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, მეგობარმა ნახა და სასწრაფო- სამედიცინო დახმარება გამოიძახა.
ექიმების განმარტებით, მამაკაცი ბუნებრივი აირის ნანწვით არის მოწამლული და ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.