თელავში, ჩოხელის საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ, ბალახის საფარის დაგება დაიწყო
თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანის მიმდებარედ არსებული სათადარიგო ფეხბურთის მოედანზე ბალახის საფარის დაგება დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე ეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონი და ტრიბუნები, შემოიღობა მოედანი, აშენდა გასახდელები და სველი წერტილი.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს, ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.