ლევან მეხუზლა-არცერთი წვეთი ღვინო არ გადის საზღვრებს გარეთ თუ ის არ გაივლის შემოწმებას
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ღვინის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.
„საბოლოო ჯამში ყველა ეს მიმართულება შეიძლება დავუკავშიროთ ხარისხს. ჩვენ ხარისხის კონტროლის პროგრამა არ გვაქვს, თუმცა გვაქვს ლაბორატორიული ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სადეგუსტაციო კომისიის მუშაობა, ფიზიკო-ქიმირი მაჩვენებლების კანონთან შესაბამისობის შემოწმება. გარდა მცირე მარნებისა, რომლებიც კანონით არიან გათავისუფლებული, არცერთი წვეთი ღვინო არ გადის საზღვრებს გარეთ ისე, თუ ის არ გაივლის შემოწმებას.“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, ვენახების კადასტრი უზრუნველყოფს მიკვლევადობას და მისი დასრულება ინდუსტრიის წარმატებისთვის, უმნიშვნელოვანესია.
„ეს მიმართულება ჯერ კიდევ ვითარდება. ფაქტიურად სანტიმეტრებით ვიცით სად რა ვენახია, რა ჯიშებია. ეს არის საფუძველი, რომელზეც შეიძლება დაშენდეს ამ დარგის წარმატება. ასევე, რა თქმა უნდა, მარკეტინგული პროგრამაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ მწარმოებლები მიხვდნენ უკვე, რომ ერთია გაასინჯო ღვინო და მეორეა შენი ხარისხის გამო, გყავდეს საკუთარი მომხმარებლები.“-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.