ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდათა ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში
რადიო ,,კახეთის ხმის” გადაცემაში ვსაუბრობთ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების ჩართულობის და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობაზე ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.
აღნიშნული პროექტი „უფლებები საქართველომ“ ივლისიდან დაიწყო და მისი მიზანია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება, პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მონაწილეობისა და მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებულების გაზრდა.
პროექტის პარტნიორები არიან „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“, „ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი“ და მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმა“.