ახალი ამბები

ქალაქ გურჯაანში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს- ფოტოები

ქალაქ გურჯაანში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.

საახალწლო ილუმინაციები მოეწყობა დიდების მემორიალზე, პაპასა და ბებოს ბაღებში, ასევე განათდება შემდეგი ქუჩები: ნონეშვილი, რუსთაველი, თამარ მეფე, თავისუფლება, გურამიშვილი და 9 აპრილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართება. საახალწლო ღონისძიებების დეტალური ანონსი კი მერიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.