ახალი ამბები

ყვარელში ,,შატო დავითიანი” ოფიციალურად გაიხსნა

ბაზისბანკთან პარტნიორობით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, გუნაშაურის ველებზე ახალი კომპლექსი შატო დავითიანი გაიხსნა.

მეწარმე დავით ჩაბალოშვილმა, 38 ჰა ფართობზე, 2016 წლიდან დაიწყო ვენახის გაშენება, სადაც სამი ჯიშის ვაზი აქვს – რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე. სეზონზე აღებული ყურძნით ქვევრის ღვინოს აწარმოებს.

2018 წლიდან კი, გაფართოების მიზნით, ამავე ტერიტორიაზე გადაწყვიტა შატოს აშენება. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შატო დავითიანი მიმდინარე წლის ზაფხულიდან მზად არის სტუმრების მისაღებად. სასტუმრო გარშემორტყმულია ვენახით, რომელიც ქმნის დაუვიწყარ ხედს, რასაც ერწყმის კავკასიონის მთების ფონი და ალაზნის ველის პეიზაჟი.

შატო დავითიანი აერთიანებს ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას, კოშკის ფორმის სასტუმრო ნომრებს, ღია საცურაო აუზს და მუხნარის პარკს. შატოს რესტორანში წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულოს ფართო არჩევანი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შატოს სადეგუსტაციო დარბაზში დააგემოვნონ მარანში დაწურული ღვინო.

„ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ერთგული პარტნიორის მხარდაჭერა და სწორედ ასეთი აღმოჩნდა ბაზისბანკი, რომელიც ჩვენი გეგმების გვერდით დადგა და დღემდე გვეხმარება განვითარების გზაზე. ისევ ბაზისბანკთან პარტნიორობით გვაქვს მიმდინარე პროექტი, ჩვენი ადგილწარმოშობის ღვინოების წარმოების გაფართოება, ბოთლში ჩამოსხმა და რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.“ – შატო დავითიანის დამფუძნებელი დავით ჩაბალოშვილი.